ავტო საგზაო შემთხვევა ხელვაჩაურში. ბე-ემ-ვეს მარკის მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს მანქანას შეეჯახა. ავარიის დროს ავტომობილის მძღოლი და მგზავრი დაშავდნენ. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულების მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა, მათ შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდათ და მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობენ.