საქართველოში დღესასწაულს საზეიმო მსვლელობით აღნიშნავენ, რომელიც თითქმის მთელ ქვეყანაში იმართება. 25 წლიანი ტრადიცია არც წელს დაირღვევა.
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში „ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი შესრულდება.
ბათუმში ერთდროულად რამდენიმე ტაძრიდან დაიწყება მსვლელობა.