საახალწლო ღონისძიებები ბათუმში დღეს გალა კონცერტით დასრულდება. ევროპის მოედანზე მისული მსმენელისთვის აჩიკო ნიჟარაძე, ეკა კვალიაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, დათუნა სირბილაძე და გია ნიკოლაძე იმღერებენ.
მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ასევე თეატრალური კვარტეტი, შვიდკაცა, ქართული ხმები, კულტურის ცენტრის ვოკალური ანსამბლი, ფორტე და კახაბერი.
ადგილობრივი ანსამბლებისა და სოლო მომღერლების ნომრები შესრულდა ევროპის მოედანზე წუხელ ღამითაც.
სადღესასწაულო ღონისძიებები მერიის მხარდაჭერით ბათუმში 28 დეკემბერს დაიწყო.