საშობაო სამზადისი

06 იანვარი 2025, 14:15 184 ნახვა

მართლმადიდებლური სამყარო  შობის დღესასწაულისთვის ემზადება.  დღეს ღამით ყველა მოქმედ ტაძარში  ღვთისმსახურება 23:30-ზე დაიწყება. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი სასულიერო პირებთან ერთად სადღესაწაულო ღვთისმსახურებას  სამების  დედათა მონასტრეში სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

მორწმუნეებისთვის  40 დღიანი მარხვა სრულდება. საშობაო ლიტურგიის პირდაპირ ეთერში ტრანსლაციას  საზოგადოებრივი მაუწყებელის აჭარის ტელევიზია  უზრუნველყოფს. 

ხვალ 12 საათზე ტრადიციულად გაიმართება ალილოს  მსახურება. მსვლელობა დაიწყება  ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათრედრო ტაძრიდან ქალაქის მასშტაბით.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში