ახალი წლის ღამეს ბათუმში პიროტექნიკით 2 ადამიანი დაშავდა

03 იანვარი 2025, 12:55 291 ნახვა

ახალი წლის ღამეს ბათუმში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში კი ყველაზე მეტი, 33 ზარი  დედაქალაქში შევიდა. მათ შორის ჰოსპიტალიზაცია თბილისში 20 მოქალაქეს დასჭირდა. 

რაც შეეხება სხვა ქალაქებსა და რეგიონებს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო დაფიქსირდა 25 შეტყობინება, აქედან 20 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციითვე, ახალი წლის ღამეს თბილისში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით 208 გამოძახება დაფიქსირდა. ამ მიზეზით ჰოსპიტალიზებულია 64 ადამიანი. რეგიონების მასშტაბით კი დაფიქსირდა კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 110 შემთხვევა, ჰოსპიტალიზებულია 67 პაციენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში