უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომაზე, ცოტა ხნის წინ მიიღეს.
თორნიკე რიჟვაძესა და წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტს მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცვლელია.
სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ, გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.