ქართველი მეზღვაური ამ დრომდე დაკარგულად ითვლება

21 აპრილი 2017, 00:00 5095 ნახვა

ორი დღის წინ ჩაძირული სატვირთო გემის ეკიპაჟის წევრების აქტიური სამძებრო სამუშაოები დასრულებულია -  ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რუსეთის ფედერაციის სამაშველო სამსახურების მიერ გადარჩენილია ეკიპაჟის ერთი წევრი უკრაინის მოქალაქე, სამძებრო სამუშაოების შედეგად კი ნაპოვნია სამი გარდაცვლილი მეზღვაური. 

გარდაცვლილებს შორის არ არის საქართველოს მოქალაქე, ბოცმანი - ლაშა ქაჯაია. იგი ოფიციალურად, ამ დრომდე, დაკარგულად ითვლება. 

"წყლის ტემპერატურისა და ამინდის გათვალისწინებით, აქტიური სამძებრო სამაშველო სამუშაოების ფაზა დასრულებულია. სამძებრო სამუშაოები გრძელდება შემთხვევის რაიონში მცურავი გემების მიერ" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.  

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროსთან ერთად მუშაობს დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად. სააგენტო აქტიურ კონტაქტზეა როგორც უკრაინისა და რუსეთის ზღვაზე ძებნა გადარჩენის სამსახურებთან, ასევე დაკარგული ლაშა ქაჯაიას ოჯახთან.

2017 წლის 19 აპრილს, გამთენიისას, შავ ზღვაში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი Geroi Arsenala (IMO 8727604) ჩაიძირა, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. 8 მათგანი დაკარგულად ითვლება.

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი