იძულებით გადაადგილებულ 600-მდე ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდიან. ოჯახებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში სახლების შესარჩევად ექვსთვიანი ვადა აქვთ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის თანხას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განსაზღვრავს. „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტით 2014 წლიდან სახელმწიფომ სახლი 11 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა, მათ შორის 1400-მდე ოჯახი მიმდინარე წელს განსახლდა. ჯამში, პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 266 მილიონ ლარამდე გაიხარჯა,2025 წლის ბიუჯეტში სოფლად სახლების შესყიდვისთვის 65 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს.