სურსათის მონიტორინგი აჭარაში

21 აპრილი 2017, 00:00 5279 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამსახურის სპეციალისტებმა ხორცისა და ყველის სარეალიზაციო ობიექტების მონიტორინგი დაიწყეს. მათ აღნიშნული პროდუქციით მოვაჭრე ობიექტები დაათვალიერეს და ბიზნესოპერატორებს მალფუჭებადი საკვების შენახვა-რეალიზაციის წესები განუმარტეს.

ხორცით და ყველით მოვაჭრე ობიექტების მფლობელებს დაურიგეს საინფორმაციო მასალები, რომლებიც „მერსი ქორფსის“ “კავკასიის ალიანსების პროგრამის” და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით მომზადდა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში მაღალი რისკის შემცველობის მალფუჭებადი სურსათის შეძენისგან.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი