ქობულეთში ქარმა სახლს სახურავი გადახადა

21 აპრილი 2017, 00:00 4977 ნახვა

დღეს დილით, ძლიერმა ქარმა, ქობულეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სახლს სახურავი გადახადა. 5 სართულიანი კორპუსის თუნუქის სახურავის ნაწილი ეზოში გადმოვარდა.

თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევის დროს ეზოში სკოლაში მიმავალი ბავშვები იმყოფებოდნენ, თუმცა შედეგად არავინ დაზარალებულა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახურავი დაზიანებული იყო და სთხოვდნენ მის შეკეთებას გამგეობას. 

ადგილზე სამაშველო სამსახური იმყოფება, ამ ეტაპზე მეტი გამოძახება სამაშველო სამსახურში არ შესულა

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი