პარლამენტში შესაძლოა დეპუტატებისთვის ქცევის კოდექსი შეიმუშაონ. ინიციატივა მმართველი გუნდის რამდენიმე კანონმდებლებს ეკუთვნის. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისთვის ვითარების გამოსწორების შემთხვევაში, ეს მისაღებია. ინიციატივას არ ემხრობა პატრიოტთა ალაიანსი. ადა მარშანია გიგა ბოკერიასა და ემზარ კვიციანს შორის მომხდარ ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი კიდევ განმეორდება, ვინაიდან წინა ხელისუფლების ქმედებებს სამართლებრივი შეფასება არ მოჰყოლია.