საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პოლონეთის საგარეო უწყებისგან, 89 ახალი პლანშეტი და სპეციალური სასერვერო ინფრასტრუქტურა გადაეცა

18 დეკემბერი 2024, 11:59 92 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, 89 ახალი პლანშეტი და სპეციალური სასერვერო ინფრასტრუქტურა გადაეცა - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, აღნიშნული პლანშეტები ეფექტურია კრიზისულ და საგანგებო სიტუაციების დროს, ინფორმაციის სწრაფი და ეფექტიანი გადაცემისთვის.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, პოლონელ სტუმრებთან ერთად ახალი სპეცტექნიკა დაათვალიერა და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს ადგილზე გაეცნო. აღნიშნული პლანშეტები ეფექტურია კრიზისულ და საგანგებო სიტუაციების დროს, ინფორმაციის სწრაფი და ეფექტიანი გადაცემისთვის.

პოლონელი ექსპერტების მიერ, მეხანძრე-მაშველებს, ახალი პლანშეტების გამოყენების საკითხებზე სწავლებაც ჩაუტარდათ.

ქართულ და პოლონურ მხარეებს შორის პროექტ „საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ კრიზისების ეფექტური მართვის მიზნით საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სისტემისთვის კონცეფციის შემუშავება და მისი ეროვნულ დონეზე განხორციელებისთვის მზადება“ ფარგლებში თანამშრომლობა წლებია გრძელდება და მისი მიზანია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მეხანძრე-მაშველთა ტექნიკური შესაძლებლობების განვითარება და კრიზისების დროს ინფორმაციის სწრაფი და ეფექტიანი გადაცემის უზრუნველყოფა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში