ცხოველთა სასაკლაოების და ფერმების ცხოველური ნარჩენების მართვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ბიზნესსექტორთან ცხოველთა სასაკლაოების და ფერმების ნარჩენების მართვის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები განიხილეს.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.
განხილული იყო როგორც კანონმდებლობით ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, ასევე სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული თანადაფინანსების პროგრამები.