დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

16 დეკემბერი 2024, 18:31 224 ნახვა

,,რეპრესიული ცვლილებები სამართალდარღვევათა კოდექსში“ - ამ თემაზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი და დაგეგმილი ცვლილებები გააცნო.
თამარ წულუკიძის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები მკვეთრად აუარესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და ზღუდავს შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებას, რასაც მისივე განმარტებით რეპრესიებისთვის იყენებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში