ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი მიიღო

16 დეკემბერი 2024, 14:29 285 ნახვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი მიიღო. საუბარია ეკონომიკურ და ინდივიდუალურ შემზღუდავ ზომებზე.

ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანქციები მოიცავს 54 ინდივიდს და 30 ორგანიზაციას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

მათივე ცნობით, ევროკავშირის სამიზნეში მოხვდა რუსეთის თავდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიები და გადამზიდავი კომპანიები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებაზე, რაც მნიშვნელოვან შემოსავალს წარმოადგენს რუსეთის მთავრობისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში