ვითარება სირიაში

15 დეკემბერი 2024, 14:03 202 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, ევროკავშირისა და არაბული ქვეყნების მაღალი რანგის დიპლომატებმა სირიაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ სირიაში ახალი მთავრობის ფორმირება უნდა იყოს ინკლუზიური და პატივი სცენ უმცირესობების უფლებებს. 

მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი სირიაში და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთიდან და არაბული ქვეყნებიდან, თუმცა მოლაპარაკებებს არ ესწრებოდა სირიის წარმომადგენელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში