ძლიერი ქარის შედეგი ბათუმში

14 დეკემბერი 2024, 15:54 628 ნახვა

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ქარმა ინასარიძის და მამულაძის ქუჩების კვეთაში არსებული 9-სართულიან მრავალბინიან კორპუსს სახურავი გადახადა, რომელიც ეზოში გაჩერებულ ავტომობილებს დაეცა. ამ დროისთვის ტერიტორია დამცავი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ავტომობილები. ძლიერმა ქარმა ასევე პრობლემები შექმნა კობალაძის ქუჩაზეც. აჭარის შავიზღვის აკვატორიაში ამ დროისთვის 5-6 ბალიანი შტორმია.

შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლი ზღვიდან ამოტანილი შლამის და ქვა ღორღის შედეგად იწმინდება, სადაც ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო კომისია, რომელიც სწავლობს არსებულ შემთხვევებს და დაზიანებებს. ყველა შემთხვევაზე, მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირება.

ბათუმის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მცირე მეწყრული პროცესი დაფიქსირდა 3 ლოკაციაზე, გონიო-კვარიათის და თოდოგაურის დასახლებაში.

საერთო ჯამში 10-მდე მისამართზე დაფიქსირდა, სახურავების და ფასადების დაზიანება. ასევე 10 მისამართზე დაზიანდა მწვანე ნარგავები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში