მაღალმთიან აჭარაში საავტომობილო გზები თოვლის საფარისგან ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეც-ტექნიკა თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების წმენდის პროცესშია ჩართული.
პირველ ეტაპზე იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი საავტომობილო გზები.
დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაღალმთიანი აჭარის მაღალი ზონის სოფლებში რეკომენდებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება.