საქართველოს მე-6 პრეზიდენტად, საარჩევნო კოლეგიამ, მიხეილ ყაველაშვილი აირჩია

14 დეკემბერი 2024, 14:44 298 ნახვა

საქართველოს მე-6 პრეზიდენტად, 224 ხმით, საარჩევნო კოლეგიამ მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.

პრეზიდენტის პოსტზე „ქართული ოცნების“ მიერ, ერთადერთ კანდიდატად, მიხეილ ყაველაშვილი იყო წარდგენილი.

პარლამენტის სასახლეში კენჭისყრის პროცესი 09:00 საათზე დაიწყო და 14:00 საათზე დასრულდა.

საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.

პარლამენტმა, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა, ცესკო-ს დახმარებით უზრუნველყო.

ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში