ადა მარშანია აცხადებს, რომ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერს და საარჩევნო ყუთში ცარიელი ფურცელი ჩააგდო

14 დეკემბერი 2024, 12:54 251 ნახვა

ცუდი კანდიდატურა არის, უფრო უკეთესად უნდა გეფიქრათ კანდიდატურის შერჩევისას, - ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით, საარჩევნო კოლეგიის წევრმა, ადა მარშანიამ პრეზიდენტის არჩევნების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მარშანია ამბობს, საარჩევნო ყუთში ცარიელი ფურცელი ჩააგდო, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ, მიხეილ ყაველაშვილს მხარს არ უჭერს.

„ცუდი კანდიდატურა არის, უფრო უკეთესად უნდა გეფიქრათ კანდიდატურის შერჩევისას. ხმას არ ვაძლევ, შესაბამისი გრაფა არ არის, ამიტომ არაფერს ვხაზავ და ცარიელი ფურცელი უნდა ჩავაგდო“, – აღნიშნა მან.

საარჩევნო კოლეგია, დღეს, საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს ირჩევს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში