დღეს ისმის კატეგორიული მოთხოვნა მოყვასისადმი, ჩემს შეხედულებას თუ არ იზიარებ, ქვეყნის მტერი ხარ, ესეც ძალიან ჰგავს, „ხალხის მტრებად“ გამოცხადების კამპანიას - ანდრია ჯაღმაიძე 

13 დეკემბერი 2024, 16:43 288 ნახვა

დღეს ისმის კატეგორიული მოთხოვნა მოყვასისადმი, ჩემს შეხედულებას თუ არ იზიარებ, ქვეყნის მტერი ხარ, ესეც ძალიან ჰგავს, „ხალხის მტრებად“ გამოცხადების კამპანიას, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ის, რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს.

დღეს ისმის კატეგორიული მოთხოვნა მოყვასისადმი – ჩემს შეხედულებას თუ არ იზიარებ, ქვეყნის მტერი ხარ, ესაც ძალიან ჰგავს, „ხალხის მტრებად“ გამოცხადების კამპანიას უახლეს წარსულში.

დღეს გავრცელდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდება ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსიყვარულის შესახებ, მეტი სიყვარული და წინდახედულობა გვმართებს.

ყველანი უნდა შევებრძოლოთ სიძულვილს და არა ერთმანეთს. მთავარი მტერი კაცობრიობისა არის ურთიერთგაუტანლობა. სიყვარულის მქადაგებელი ანდრია პირველწოდებული იყოს ჩვენი მფარველი“, – წერს ჯაღმაიძე.

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა იმართება, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში