ხვალ საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. მოქმედი პრეზიდენტის ფიცის თანახმად, მისი პრეზიდენტობის 6-წლიანი ვადა ოფიციალურად 16 დეკემბერს იწურება. ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს უნდა გაიმართოს. პრეზიდენტს საქართველოში ახალი, არაპირდაპირი წესით პირველად ირჩევენ. 5 წლის ვადით, პრეზიდენტი 300-წევრიანმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კოლეგიის შემადგენლობაში ფორმალურად ირიცხებიან, რადგან მათი მანდატები ჯერ კიდევ ძალაშია. ოპოზიცია კენჭისყრის პროცესში არ მონაწილეობს. ოპოზიცია მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს.
ხვალ ჩანიშნულ საპრეზიდენტო არჩვენებს არლეგიტიმურად მიიჩნევს საპარლამენტო არჩევნებში ოთხი ბარიერგადალახული პარტია, მათ გუშინ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ სანამ ხელახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნიათ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც იზიარებს ამ მოსაზრებას და არ აპირებს თანამდებობისა და პრეზიდენტის სასახლის დატოვებას. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევისათვის ლეგიტიმაცია საპარლამენტო უმრავლესობას აქვს და ამბობენ, რომ ქვეყანას ამჯერად ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება.