გაერთიანებული საპროტესტო მსვლელობა დედაქალაქში. სახელოვნებო და აიტი სფეროს წარმომადგენლებმა დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ჯერ ცალ-ცალკე რამდენიმე ადგილას გააპროტესტეს, მოგვიანებით კი გაერთიანდნენ და კონკრეტულ უწყებებთან გაახმოვანეს მოთხოვნები.
ისინი აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.