სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა

12 დეკემბერი 2024, 16:08 239 ნახვა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა.

დავით ვერავა სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ფილიალის მმართველი, ასევე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში