ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზაზე კლდე ჩამოიშალა

12 დეკემბერი 2024, 15:42 10574 ნახვა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან ახლოს, ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზაზე კლდე ჩამოიშალა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჩამოშლილია ქვის დიდი ლოდები, რის გამოც, სატრანსპორტო მოძრაობა ამ დროისთვის შეფერხებულია.

 

 

ტერიტორია უკვე გაიწმინდა და მოძრაობა მალე აღდგება სარფის საზღვრამდე. ადგილზე მობილიზებული იყო როგორც სამაშველო ასევე საპატრულო ბრიგადები.

მასალა განახლებადია, დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში