გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, ეს არ არის ჩემი ხელწერა - ირაკლი ღარიბაშვილი

12 დეკემბერი 2024, 15:19 250 ნახვა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან პარტია დატოვა. როგორც ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, განაგრძობს მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობას.

ღარიბაშვილი აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ის მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში. მისი განცხადებით, მხარი ვარჯიშის დროს დაიზიანა და სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევებზე იმყოფებოდა.

„მინდა გამოვეხმაურო ამ აბსურდულ ცილისწამებას, ბრალდებებსა და ტყუილს, რომელიც საზოგადოებამ იხილა ბოლო დღეების განმავლობაში. ჩვენ განცხადებაც გავავრცელეთ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე თურმე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე, რაღაც გავაპროტესტე და მით უმეტეს კრიზისის დროს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო ძალიან დიდი გამოწვევები, თითქოს ამ ფონზე დავტოვე პარტია. ეს არის აბსურდი. მე ვინც მიცნობს და მგონი ყველა კარგად მიცნობს, ეს არ არის ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, პრინციპები. ამ წესებით ვცხოვრობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და ამ წესებს არასოდეს გადავუხვევ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში