IT და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობას მართავენ. მათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სამართალდამცავთა მხრიდან მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები.