კრემლი აცხადებს, რომ პუტინი ტრამპის ინაუგურაციაზე არ მიუწვევიათ. ჟურნალისტის კითხვაზე, გამოუგზავნა თუ არა ტრამპმა ინაუგურაციაზე მოსაწვევი რუსეთის პრეზიდენტს, კრემლის პრესსპიკერის პასუხი იყო: არა არ გამოუგზავნია.
მანამდე ამერიკულმა ტელეარხმა სი-ბი-ესმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 იანვარს დაგეგმილ ინაუგურაციაზე ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი დაპატიჟა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა მიწვევას სი ძინპინი, თუმცა, თუ ის ტრამპის დაპატიჟებას დათანხმდება, ეს იქნება 1874 წლიდან პირველი შემთხვევა, როცა ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას უცხო ქვეყნის ლიდერი დაესწრება.