ბათუმში, გიორგი ბრწყინვალე და 26 მაისის ქუჩების კვეთაში ავარია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც, ერთ-ერთი განათების ბოძს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი.
ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა დაშავებულს კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირვებია.
ამ დროისთვის ტერიტორიაზე სამართალდამცავები და სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.