დიპლომატებთან შეხვედრაზე ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევა გავაპროტესტე - პრეზიდენტი

11 დეკემბერი 2024, 11:02 256 ნახვა

ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევა გავაპროტესტე, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ.

"რაც არ არის ნახსენები, არის ის, რომ მე (შეხვედრა) ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევის გამო, ძლიერი პროტესტით დავიწყე. ჩემი შექება ამას ვერ აანაზღაურებს!“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის ელჩსა და საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს გუშინ შეხვდა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში