არ მივდივარო იძახის ეს ადამიანი, ეს ხომ არასერიოზულია?! არ გავალ სასახლიდანო, ფეხებს ხომ არ გააფიჩინებს - მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე

10 დეკემბერი 2024, 13:06 179 ნახვა

პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ საინტერესო იქნება სალომე ზურაბიშვილი, სკამს რომ ჩაებღაუჭება - არ მივდივარო იძახის ეს ადამიანი, ეს ხომ არასერიოზულია?!, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში მედიასთან.

„პრეზიდენტის არჩევის ახალი წესია, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტს აირჩევენ დელეგატები. შემადგენლობა შედგება პარლამენტის წევრებისგან, აჭარისა და აფხაზეთის მთავრობების წარმომადგენლებისგან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისგან. ამის შემდეგ ის დაელოდება ინაუგურაციის და შემდეგ ის იქნება უფლებამოსილი შეუდგეს პრეზიდენტის საქმიანობას. მერე იქნება საინტერესო სანახავი სალომე ზურაბიშვილი, სკამს რომ ჩაებღაუჭება. არ მივდივარო იძახის ეს ადამიანი, ეს არასერიოზულია, არ გავალ სასახლიდანო, ფეხებს ხომ არ გააფიჩინებს?!“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამერიკული მოდელით პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში