მედიაომბუდსმენის განცხადება 

10 დეკემბერი 2024, 11:01 226 ნახვა

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო  დღესთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს მედიაომბუდსმენი, რომელიც   ჟურნალისტებსა და ოპერატორებს  მხარდაჭერას უცხადებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ნაცვლად, გვიწევს ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებისთვის.

მედიაომბუდსმენი ითხოვს შეწყდეს დევნა და ძალადობა როგორც აქციის მონაწილეთა, ისე მედიის მიმართ.ასევე მოუწოდა  სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, პატივი სცეს მედიას.

სახელმწიფო ვალდებულია დასაჯოს მედიაზე თავდასხმის მონაწილეები და უზრუნველყოს უსაფრთხო მედიაგარემო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში