სახალხო დამცველი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა

09 დეკემბერი 2024, 14:18 220 ნახვა

9 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებზე და აპარატის საქმიანობაზე ისაუბრა, მათ შორის, აქციის მონაწილეთა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მონახულებაზე, გამოძიებისთვის მასალების თავმოყრასა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი მიწოდებაზე. ხაზი გაუსვა სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე რეაგირების აუცილებლობას.

"ელჩმა მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს საგანგებო რეჟიმში მუშაობისა და იმ საქმიანობისთვის, რასაც აპარატი ეწევა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების დასამკვიდრებლად.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე"- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში