ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, NBC-სთვის ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ შეეცდება, აღმასრულებელი ქმედებებით გააუქმოს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლება.
”მე არ მინდა ოჯახების დანგრევა, ასე რომ, ერთადერთი გზა, რომ არ დაანგრიო ოჯახი, არის მათი ერთად შენარჩუნება და ყველას უკან დაბრუნება. ჩვენ მთელს ოჯახს ძალიან ჰუმანურად გავაგზავნით იმ ქვეყანაში, სადაც ისინი მოვიდნენ,"- განაცადა ტრამპმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა აღმასრულებელი ქმედებით გადალახოს კონსტიტუციის მე-14 შესწორება, სადაც აღნიშნულია, რომ „შეერთებულ შტატებში დაბადებული ყველა ადამიანი მოქალაქეა“, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ მოუწევთ მისი შეცვლა.