ასადის სასტიკი დიქტატურა დაეცა, ეს ისტორიული ცვლილება რეგიონში იძლევა შესაძლებლობებს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

09 დეკემბერი 2024, 01:55 237 ნახვა

ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპელ და რეგიონის ლიდერებთან და თვალს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ფონ დერ ლაიენი აცხადებს, ეს ისტორიული ცვლილება რეგიონში იძლევა შესაძლებლობებს, მაგრამ არა რისკების გარეშე.

„ასადის სასტიკი დიქტატურა დაეცა. ეს ისტორიული ცვლილება რეგიონში იძლევა შესაძლებლობებს, მაგრამ არა რისკების გარეშე. ევროპა მზადაა, მხარი დაუჭიროს ეროვნული ერთიანობის დაცვას და სირიის სახელმწიფოს აღდგენას, რომელიც იცავს ყველა უმცირესობას. ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპელ და რეგიონის ლიდერებთან და თვალს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

 

რუსული მედიის ცნობით, სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა, ოჯახთან ერთად, რუსეთმა შეიფარა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში