მედიის სოლიდარობის აქცია თბილისში

08 დეკემბერი 2024, 17:16 229 ნახვა

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ჟურნალისტებმა მედიაზე ძალადობის ფაქტები გააპროტესტეს. მათი მოთხოვნაა, ძალადობის შემთხვევების გამოძიება დროულად მოხდეს.

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს კონსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფაქტზე გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში