თავდასხმა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის გამოხმაურება

08 დეკემბერი 2024, 12:48 221 ნახვა

ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება.მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, შეძლოს ყველა ზომის მიღება იმისათვის, რომ მოხდეს ფაქტის სწრაფი გამოძიება და მსგავსი შემთხვევის განმეორება მომავალში სრულიად გამოირიცხოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში