ყველა ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებით - UNICEF Georgia

07 დეკემბერი 2024, 20:47 345 ნახვა

ყველა ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებით, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდი იუნისეფი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მზად არიან, გააგრძელონ მუშაობა ბავშვთა უფლებების დასაცავად.

„საქართველომ, როგორც ბავშვთა უფლებების კონვენციის ხელმომწერმა, აღიარა ბავშვთა გამოხატვის თავისუფლების (მე-13 მუხლი), გაერთიანების თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების (მე-15 მუხლი) უფლებები. საქართველოს ბავშვთა უფლებათა კოდექსის მიხედვით, ყველა ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებით (მე-17 მუხლი). ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ამ უფლებების პატივისცემა. იუნისეფი კვლავ მოწოდებულია იმუშაოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა გააგრძელოს ბავშვთა უფლებების დაცვის და განხორციელების მხარდაჭერა“, – წერს საქართველოში გაერო-ს ბავშვთა განვითარების ფონდი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში