შავ ზღვაში ჩაძირული სატვირთო გემის ეკიპაჟის მხოლოდ ერთი წევრია ნაპოვნი

19 აპრილი 2017, 00:00 4343 ნახვა

შავ ზღვაში ჩაძირული სატვირთო გემის "გეროი არსენალის"  ეკიპაჟის მხოლოდ  ერთი წევრია ნაპოვნი - ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. რუსეთის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ნაპოვნი ეკიპაჟის წევრი უკრაინელი მეზღვაურია. 

მათვე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მასშტაბური სამძებრო სამუშოები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. დაკარგული ეკიპაჟის წევრების სამძებრო სამუშაოებში 13 ერთეული ტექნიკაა ჩართული. ჩაძირული გემის  ეკიპაჟის 12 წევრიდან ერთი  ქართველია. 


საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, აღნიშნული სატვირთო გემი ფოთის პორტში 2017 წლის 4 აპრილს იმყოფებოდა და მისი ტექნიკური გამართულობა ეჭვს არ იწვევდა. 

ამავე კატეგორიაში