ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

05 დეკემბერი 2024, 13:24 278 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანება, რომელიც მოიცავს საქართველოს 20 მოქალაქისთვის აკრძალვებს უკრაინაში შესვლაზე, ბიზნესის წარმოებაზე, ქონების შესყიდვაზე, აგრეთვე ფინანსური აქტივების გაყინვას - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეზღუდვები დაუწესდება საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის, მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და სხვა პირებს.

"ახლახან ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ძალაში შევა ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება სანქციების შესახებ. ეს სანქციები დაუწესდება საქართველოს ხელისუფლების იმ ნაწილის, რომელიც საქართველოს პუტინს აბარებს. უკრაინამ სანქციები დააწესა პირადად ივანიშვილისა და მისი თანამზრახველების – 19 პირის წინააღმდეგ. სწორედ ისინი, ვინც ყიდის საქართველოსა და ხალხის ინტერესებს. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას, მსოფლიოში ყველას, იმოქმედოს ანალოგიურად, იმოქმედოს პრინციპულად“, - ამბობს ზელენსკი თავის მიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქციები დაწესდება ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძის, გიორგი ლილუაშვილი, ჩინჩალაძე მიხეილი, ვახტანგ გომელაური, მდინარაძე მამუკა, ფარცხალაძე ოთარი, რუხაძე ირაკლი, მურუსიძე ლევანი, ჯაფარიძე ვიქტორი, სამხარაძე დიმიტრი, ხაინდრავა გიორგი, კობახიძე ირაკლი, კობახიძე გიორგი, შალამბერიძე ზვიადი, თადუმაძე შალვა, წულუკიანი თეა, ქარსელაძე ირაკლი, ბექაური კახა.

სიაში შეყვანილ პირებს ათი წლით გაეყინებათ უკრაინაში არსებული ფინანსური აქტივები, აეკრძალებათ უკრაინის ბიზნესის წარმოება, შეეზღუდებათ უკრაინაში ჩასვლა, გაუუქმდებათ ვიზები, აეკრძალებათ უკრაინაში ქონებისა და მიწის შესყიდვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში