საკონტრაქტო ჯარი

19 აპრილი 2017, 00:00 2673 ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებულ ძალებში მოქალაქეებს იწვევს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს. სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი,  რეზერვში მყოფ რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა პირადი შემადგენლობა 35 წლამდე. სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი