სალომე ზურაბიშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს იბარებს

04 დეკემბერი 2024, 19:31 179 ნახვა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს იბარებს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში არსებული კადრები სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას ითხოვს.

„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს, კოკა კაციტაძეს, თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება. ეს ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის ფაქტების გამოვლენა, გამოძიებაზე. ის კადრები, რასაც ეს დღეებია ვხედავთ ადასტურებს სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას“, - წერს ზურაბიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში