მშობლების პროტესტი

04 დეკემბერი 2024, 18:32 176 ნახვა

მშობლების მარში მოეწყო დღეს ბათუმში. ისინი სიმბოლურად ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველ საჯარო სკოლასთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ასევე ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გადაინაცვლეს. ამ ფორმით მშობლებმა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დროებით შეჩერება გააპროტესტეს, რაც მათი შეფასებით ილიას გზიდან გადახვევაა.
ისინი ხელისუფლებას მოლაპარაკებების განახლებისა და პროდასავლური კურსის აღდგენისკენ მოუწოდებენ.
ამბობენ, რომ ევროპა მათი არჩევანი და მათი შვილების მომავალია, ამიტომ პროტესტს ხელისუფლების 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლამდე გააგრძელებენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში