ძლიერმა ქარმა ქობულეთში, დაბა ოჩხამურში ე.წ. ტუნგოს ქარხნის დასახლებაში, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის ნაწილი დააზიანა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. დაზარალებულ ორ ოჯახს გამგეობა დროებით ქირით გაიყვანს.
ქარმა მცირე დაზიანებები მიაყენა ოჩხამურში კიდევ ორ საცხოვრებელ სახლს. გამგეობის ინფორმაციით, სოფლებში მოხსნილია შეზღუდვა ელექტროენერგიაზე.ქარმა სახლები დააზიანა