ძლიერმა ქარმა ბათუმში ავტომანქანები და სახლის სახურავები დააზიანა

19 აპრილი 2017, 00:00 8423 ნახვა

გუშინ ღამის 12 საათის შემდეგ, სანაპირო ზოლში ძლიერი ქარი ამოვარდა, რომელმაც ბათუმის რიგ უბნებში ინფრასტრუქტურა დააზიანა. თამარის დასახლებაში მრავალსართულიან სახლს სახურავი ახადა.

ასევე, წაიქცა მრავალწლოვანი ხეები, განათების ბოძები. დაზიანებები მოქალაქეებს არ მიუღიათ. 

სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში 20-მდე შეტყობინება შემოვიდა უწყებაში. ინფორმაცია, ძირითადად, ხეების წაქცევას და სახურავების დაზიანებას ეხებოდა. "ამ დროისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და გზები უკვე გაწმენდილია”- ამბობს სახანძრო სამსახურის უფროსი ხუსეინ სირაბიძე.







ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი აცხადებს, რომ მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ასევე, იმ სახლებისა და ავტომანქანების მდგომარეობის შესწავლა, რომელიც ქარმა დააზიანა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი