"დაიცავი საგზაო მოძრაობის წესები, არ გადაწონო სიცოცხლე" - საქართველოს პროკურატურამ და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის სტუდენტებმა ბათუმში აქცია გამართეს.
აქციის ფარგლებში ბათუმის ქუჩები ფერადი ცარცით მოიხატა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საგზაო შემთხვევები გახშირდა ბოლო პერიოდში და ამ აქციის მიზანი სწორედ მსგავსი შემთხვევების პრევენციაა.