პროტესტის მონაწილეებმა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე სპეციალური დანიშნულების რაზმთან დაპირისპირების შემდეგ, ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს. განაგრძობენ პროტესტს მოთხოვნით, რომ მთავრობამ გააუქმოს გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის შეჩერების თაობაზე. შეკრებილები, ასევე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.