ბათუმში აქციის 9 მონაწილე დააკავეს

30 ნოემბერი 2024, 18:40 340 ნახვა

აჭარის მთავრობასთან აქციაზე დაკავებული ლაშა ფალავანდიშვილი,  სოლომოინ ბაჯელიძე, ალბერტ არაქელოვი, ნიკო მირცხულავა, ვლადიმერ თოდაძე ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. მიხეილ ბოლქვაძე და ნოდარ მამულაძე კი წუხელვე   ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. აქტივისტები უკვე მოინახულეს  უფლებადამცველებმა. მათი  ინფორმაციით, ორ მათგან  აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები.

დაკავებულები კი სამართალდამცავების მხრიდან დაკავების დროს განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ. ბათუმში წინასწარი დაკავების იზოლატორთან იმყოფება ნიკო მირცხულავას დედა. რომელიც აცხადებს,  რომ მისი შვილი ნაცემია და  მოითხოვს ექსპერტიზის ჩატარებას.

აჭარის მთავრობასთან გამართულ აქციაზე სადაც პოლიტიკოსები,  მოქალაქეები და აქტივისტები ევროინტეგრაციის 2028 წლამდე   შეჩერებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, სამართალდამცავებმა 9 პირი დააკავეს. მათგან ერთი არასრულწლოვანი და ერთი ქალი  გუშინვე გამოუშვეს.

ადმინისტრაციული წესით  დააკავეს  მათ ორი მუხლი აქვთ წარდგენილი - წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის სამართლიანი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.    აქტივისტების სასამართლო კანონით დადგენილი ვადაში გაიმართება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში