ბათუმის სანაპიროზე ზღვამ კიდევ ერთი მკვდარი დელფინი გამოირიყა

18 აპრილი 2017, 00:00 4622 ნახვა

ბათუმის სანაპიროზე ზღვამ კიდევ ერთი მკვდარი დელფინი გამორიყა, მკვდარი დელფინი ადგილობრივებმა თამარის დასახლებაშ, სანაპირო ზოლში იპოვეს. სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ინფექცია არ გავრცელებულიყო, ადგილობრივებმა დელფინი დაწვეს.  

უკვე მეორე წელია, შავი ზღვის სანაპირო ზოლში მსგავსი ფაქტები დიდი ინტენსივობით ფიქსირდება. გასულ წელს 19 მეტი დელფინი გამორიყა ზღვამ, ინფორმაციას გარემოს დაცვის სააგენტო ადასტურებდა.  

ფოტო არქივი (2016 წელი)

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურში ვარაუდობდნენ, რომ დახოცილი დელფინების გამორიყვის მიზეზი დელფინთა მორბილვირუსული ინფექციაა.

გამორიყულ დელფინებთან ადამიანის კომუნიკაცია სახიფათოა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი