პროტესტი ქობულეთში

29 ნოემბერი 2024, 18:18 243 ნახვა

ქობულეთის მერიის წინ ახალგაზრდებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რომლებიც გუშინ პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას ემიჯნებიან და ასევე გმობენ დემონსტრანტების და მედიის წარმომადგენლების მისამართით გუშინ დედაქალაქში განხორციელებულ ძალადობას.
ამბობენ, რომ სამართალდამცავების მხრიდან ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი და მომავალი თაობის არჩევანი არის ევროკავშირი და დასავლური ღირებულებები. პროტესტის მონაწილეებს აქციაზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები აქვთ გამოტანილი.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ამ ფორმით ისინი აპროტესტებენ დედაქალაქში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და უერთდებიან ბათუმში დაგეგმილ აქციას.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში